“ენთები” – წამყვანი საბუღალტრო კომპანია | Entrepreneur

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია | Entrepreneur

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You’re reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხარისხიანი საბუღალტრო მომსახურება, საგადასახადო დეკლარაციების დროული და ზუსტი ჩაბარება, რისკ-ფაქტორების შეფასება, ფინანსური ინფორმაციის მიღება და მისი სწორი ანალიზი ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია. ხშირად, ბუღალტრების დაბალ კვალიფიკაციას კომპანიები მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალამდე, ზოგჯერ კი გაკოტრებამდეც კი მიჰყავთ, ამიტომაც დღეს ბიზნესები კიდევ უფრო მეტად აცნობიერებენ ხარისხიანი საბუღალტრო მომსახურების მნიშვნელობას.

“ენთები” (ACCOUNTANTS) ქართულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი საბუღალტრო კომპანიაა, რომელიც უკვე 8 წელია, რაც საქართველოში მომუშავე კომპანიებს დახვეწილ, გამართულ და მაღალი ხარისხის საბუღალტრო აუთსორსინგულ მომსახურებას სთავაზობს.

“ენთები” პარტნიორებს საბუღალტრო აღრიცხვისა და კომუნიკაციის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს, მომსახურების საერთაშორისო სტანდარტს, კლიენტი კომპანიების ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და ახალგაზრდა, გამოცდილი და ენერგიული გუნდის მომსახურებას სთავაზობს.

როგორ ჩამოყალიბდა “ენთები”?

Ant ინგლისური სიტყვაა და ქართულად “ჭიანჭველას” ნიშნავს, რაც შრომისმოყვარეობასა და ორგანიზებულობასთან ასოცირდება. ეს ღირებულებები კომპანიის იდენტობის ნაწილად იქცა და დღეს “ენთების” ორგანიზაციულ კულტურაშია ინტეგრირებული.

მოწინავე საბუღალტრო კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა ჯერ კიდევ 2015 წელს დააფუძნეს. თუმცა, მათი ისტორია უფრო ადრე, უნივერსიტეტის პირველი კურსიდან იწყება. სამივე მათგანი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის კურსდამთავრებულია და მას შემდეგ ამ სფეროში არაერთი საინტერესო გამოცდილება დააგროვეს.

ნიკა წიკლაური წლების განმავლობაში Ernst&Young-ში, Big 4-ის წევრ აუდიტორულ კომპანიაში უფროს აუდიტორად მუშაობდა. მოგვიანებით, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში” გადავიდა, რომელიც არაერთ მსხვილ კომპანიას აერთიანებს (“ჯიპისი”, “ფარმადეპო”, “იმედი L”, “ევექსის ჰოსპიტლები”, “ევექსის კლინიკები” და “ექიმო”). დღეს იგი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და ამასთან, “ევექსის კლინიკების”, “ექიმო”-სა და “ვაბაკო”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ნიკა არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა: CFA − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია ფინანსურ ანალიზში, ინვესტიციების მართვაში, კვანტიტატიურ ანალიზში, კაპიტალში, სესხებსა და წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში; ACCA − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია ბუღალტერიაში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად; CAIA − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია ალტერნატიული ინვესტიციების ანალიზში (ჰეჯ-ფონდები, უძრავი ქონება, კერძო კაპიტალი, ფიუჩერსები და სტრუქტურირებული პროდუქტები); FRM − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია ფინანსური რისკის მართვაში; და PMP − მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაცია პროექტების მართვაში.

ნიკა მჭედლიშვილს საქართველოს წამყვან ბანკებში, კერძოდ “თიბისი ბანკში”, “ტერა ბანკსა” და “ლიბერთი ბანკში” მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღეს ნიკა “ლიბერთი ბანკის” რეპორტინგისა და ფასს-სტანდარტების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, ფლობს ACCA-ს − ე.წ. advanced certificate-ს, რომელიც მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო სერტიფიკაციას წარმოადგენს ბუღალტერიაში, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად.

რაც შეეხება დიმა ბასილაშვილს, იგი 2 წლის განმავლობაში “ჯიპიაი ჰოლდინგში” ფინანსური რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. მოგვიანებით, “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს დიმა არაერთ მსხვილ ორგანიზაციაში, მოწინავე მენეჯერულ პოზიციებზე, მათ შორის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე იყო წარმოდგენილი. დღეს კი იგი “ენთების” მმართველი პარტნიორია.

ქართულ და საერთაშორისო წამყვან კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, საკუთარი კომპანიის დაარსებამდე, “ენთების” დამფუძნებლებმა ბევრი რამ იცოდნენ ბაზარზე არსებული პრობლემების შესახებ. დამკვეთები ხშირად გამოთქვამდნენ წუხილს თავიანთი ბუღალტრების მიერ დაშვებული შეცდომებისა და თანმდევი ფინანსური ზარალის გამო, კვალიფიციურ დახმარებას კი მომავალ “ენთებს” სთხოვდნენ. სწორედ ეს გახდა ინსპირაციის წყარო: კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ბაზარზე არსებული პრობლემისთვის თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დაეპირისპირებინათ და სწორედ ასე დაიბადა “ენთები”.

ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე, “ენთების” მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ისეთივე ხარისხის საბუღალტრო, ფინანსური და საგადასახადო მომსახურება შეეთავაზებინათ, რაზეც მსხვილ კომპანიებს ჰქონდათ წვდომა. მათი აზრით, ეს უთანასწორობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უამრავ ფინანსურ პრობლემას ქმნიდა.

სწორედ ამ პრობლემის ინოვაციურ გადაჭრას ცდილობს “ენთების” გუნდი დღეს და სხვადასხვა კომპანიას საკუთარი სერვისებით განვითარებასა და ზრდაში ეხმარება.

რა უპირატესობა აქვს საბუღალტრო აუთსორსინგს?

საბუღალტრო მომსახურების აუთსორს-სერვისი ნებისმიერი კომპანიისთვის ერთდროულად უფრო ხარისხიანიცაა და ეფექტიანიც. ხშირ შემთხვევაში საბუღალტრო აუთსორსი უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე შიდა ბუღალტრის დაქირავება. მაგალითად, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის კვალიფიციური ბუღალტრის სრულ განაკვეთზე აყვანა ნაკლებეფექტიანია, რადგან ასეთი კომპანიები ბუღალტრის დროის 100%-ს არ იყენებენ და ხშირად, მხოლოდ მესამედი ან მეოთხედი დროითაც იღებენ იმავე შედეგს. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, მათთვის სრული საბუღალტრო და საგადასახადო დეპარტამენტის დაკომპლექტება და ხარისხიანი საბუღალტრო პროგრამის შეძენა ხშირად გაცილებით ხარჯიანია. თუმცა “ენთების” ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე მიდგომები კომპანიებს საშუალებას აძლევს, საბუღალტრო მომსახურება ნაკლები ხარჯით და უფრო ეფექტიანად მიიღონ.

“ენთებთან” აუთსორსინგის დროს საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარაციების ხარისხს აქვს 3-დონიანი კონტროლი. აღრიცხვას ამოწმებს მთავარი ბუღალტერი, შემდეგ პორტფელის მენეჯერი და ბოლოს შიდა აუდიტი. დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, “ენთები” თავად აგებს პასუხს მისი ბრალეულობით გამოწვეულ საგადასახადო ჯარიმებსა და საურავებზე. რაც მთავარია, ჩვენთან თანამშრომლობით, კომპანია იჩენს სანდო პარტნიორს საგადასახადო და საბუღალტრო კუთხით”, − აღნიშნავს დიმა ბასილაშვილი, “ენთების” მმართველი პარტნიორი.

რა სახის სერვისებს სთავაზობს ენთები კომპანიებს?

“ენთების” გუნდი მაქსიმალურად ცდილობს პარტნიორებს სწრაფი, მარტივი და მოქნილი მომსახურება შესთავაზოს. AccountAnts კომპანიებს ძირითადად 3 ტიპის აუთსორსინგულ სერვისს სთავაზობს, როგორებიცაა:

  • საბუღალტრო მომსახურების აუთსორსი − ბუღალტრის აყვანის ნაცვლად, კომპანია საქმეს “ენთების” გუნდს ანდობს, რომელიც ორგანიზებული ბუღალტერიის წარმოებასა და საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს;
  • საგადასახადო მომსახურება – კომპანია წვდომას იღებს მრავალმხრივი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო ექსპერტებზე, რომლებიც მათთვის სასურველ შეკითხვებზე პასუხების გაცემასა და საგადასახადო მონიტორინგს უზრუნველყოფენ. კლიენტ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების პაკეტი აირჩიონ და გადასახადების კუთხით,”ენთების” სახით სანდო პარტნიორი გაიჩინონ;
  • ფინანსების მართვის აუთსორსინგი − ეს მომსახურება ფინანსური ბიუჯეტის შედგენას, ანალიზს, რეპორტინგსა და ტრანზაქციების სწორად დაგეგმვას მოიცავს.

დღეის მდგომარეობით, “ენთები” ყოველთვიურად 480-ზე მეტ მუდმივ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ყოველწლიურად კლიენტთა რაოდენობის ზრდა კი იმაზე მეტყველებს, რომ “ენთები” საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან. კომპანიაში მუდმივად ზრუნავენ კლიენტის კმაყოფილებაზე. შესაბამისი დეპარტამენტი წელიწადში ორჯერ კლიენტთა კმაყოფილების კვლევას ატარებს და მიღებული უკუკავშირების საფუძველზე, სერვისების მუდმივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

“გარე კვლევების მიხედვით, “ენთების” კლიენტების 90%-ზე მეტი რეკომენდაციას გაუწევდა კომპანიის მომსახურებას”. “ენთებს” მრავალრიცხოვან კლიენტებთან ერთად, არაერთი მსხვილი პარტნიორი კომპანია ჰყავს, მათ შორის “საქართველოს ბანკი”.

– თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც “ენთების” დახმარებით მოაწესრიგებენ ბუღალტერიას, სესხის აღებას 0.5%-ით ნაკლები საპროცენტო განაკვეთით შეძლებენ. ასევე ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურებითა და სხვა შეღავათებით. პარტნიორებს შორისაა “მედიალაბიც”, კერძოდ, “მედიალაბის” სტარტაპებისთვის “ენთების” გუნდი ატარებს ტრენინგებს ფინანსური საკითხების მოწესრიგების ნაწილში და ამასთანავე, მათ ყველა სერვისზე ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანიის კიდევ ერთი მსხვილი პარტნიორია Impact Hub Tbilisi. თანამშრომლობის ფარგლებში, “ენთები” მონაწილე კომპანიებს უფასო კონსულტაციებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

“8 წლის განმავლობაში ათობით მსხვილი პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ქართული ბიზნესის ფინანსურ განვითარებას, ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებასა და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ამჟამად, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს “ბუღალტერიის გაციფრულების” პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკი ენთების კლიენტ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას წინასწარ გაიგონ რა თანხის მიღება შეუძლიათ დაფინანსების სახით, გახსნან ანგარიში სრულიად უფასოდ, საჩუქრად მიიღონ ბიზნეს პაკეტი და დაიმტკიცონ საკრედიტო ლიმიტი სწრაფად და მარტივად. რაც მთავარია, კომპანიები, რომლებიც ჩვენი დახმარებით მოაწესრიგებენ ბუღალტრულ აღრიცხვას, მიიღებენ სესხს 0.5%-ით ნაკლები საპროცენტო განაკვეთით.− აღნიშნავს, კომპანიის თანადამფუძნებელი ნიკა წიკლაური.

რას ამბობენ კლიენტები “ენთების” სერვისებზე?

“ენთების” პორტფელი მრავალფეროვანია და შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიას მოიცავს − იქნება ეს IT, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა თუ რაიმე სხვა სახის დარგი. Entrepreneur დაინტერესდა, თუ როგორ აფასებენ კლიენტი კომპანიები “ენთების” მომსახურებას და ამიტომ, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

Cardeal.ge მეორადი ავტომობილების ონლაინპლატფორმაა, რომელიც უკვე 4 წელია, დაარსების დღიდან “ენთებთან” თანამშრომლობს და მასთან ერთად იზრდება. როგორც კომპანიის დირექტორი, ზურა ბაკურიძე აღნიშნავს, აუთსორსინგული მომსახურების უპირატესობა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები გახდა მიზეზი იმისა, რომ საკუთარი კომპანიის საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის საკითხები “ენთების” გუნდისთვის მიენდო.

“როდესაც სტარტაპ-ეკოსისტემაში მოვიძიეთ ინფორმაცია, “ენთები” საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვალიდაცია იყო. თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი კომფორტული ფაქტორი აუთსორსინგული მომსახურებაა. ჩვენ დისტანციურად ვთანამშრომლობთ, მინიმალური კომუნიკაცია გვიწევს ერთმანეთთან, თუმცა “ენთები” საბუღალტრო და სხვა სახის ფინანსურ საკითხს წარმატებით გვიგვარებენ. გარდა ამისა, აქვთ კონსულტაციები ნებისმიერი მიმართულებით, ჰყავთ ექსპერტები, რომლებიც ჩვენს პრობლემაზე მსჯელობენ და შემდეგ გამოსავალს გვთავაზობენ. მხოლოდ სტატიკური საბუღალტრო სერვისებით არ შემოიფარგლებიან, კონსულტაციებს, სტრატეგიის შედგენასა და ფინანსურ საკითხებში რჩევების მიღებასაც გვთავაზობენ”, − აღნიშნავს “ქარდილის” დირექტორი ზურა ბაკურიძე.

Google Workspace-ისა და Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში − Geosoft-ი, “ენთების” მრავალფეროვანი სერვისის კიდევ ერთი კმაყოფილი მომხმარებელია. კომპანია უკვე 2 წელია “ენთებთან” თანამშრომლობს. როგორც “ჯეოსოფტის” დირექტორი ანდრო მესხორაძე აღნიშნავს, “ენთების” უნიკალური სერვისი მას და მის გუნდს აძლევს საშუალებას მთელი დრო კომპანიის ზრდასა და განვითარებას დაუთმონ, ფინანსური საკითხების მოგვარება კი “ენთების” გუნდს მიანდონ.

“ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, ბუღალტერია, ფინანსური ანალიზი და საგადახდო სისტემა მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება. სწორედ ამიტომ, რამდენიმე საბუღალტრო კომპანიას გავესაუბრეთ, მათ შორის “ენთებს”. გასაუბრებიდანვე გამოიკვეთა მათი მაღალი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი, თანამშრომლობაც “ენთებთან” დავიწყეთ. დღეს შესანიშნავი შედეგი გვაქვს და აღარ ვღელავ ფინანსების მართვასა და ბუღალტერიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. “ენთებთან” თანამშრომლობისას განსაკუთრებით რაც მომწონს, არის ის, რომ ძალიან მარტივია მათთან კომუნიკაცია. გარდა იმისა, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე წარმოუდგენლად სწრაფად ვიღებთ პასუხს, ასევე, ძალიან მარტივ ენაზე გვიზიარებენ, რა რისთვის და რატომ არის საჭირო”, − აღნიშნავს ანდრო მესხორაძე.

“ენთების” სერვისების კიდევ ერთი მომხმარებელი “კვალიფიკაა” − მაღალტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც კლიენტ კომპანიებს, მათ შორის ქართულ ბანკებს, მომხმარებლის ვერიფიკაციის პროცესს უმარტივებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გაბრიელ მელივა აღნიშნავს, გასული 6 წლის განმავლობაში მას სხვადასხვა კომპანიის ფარგლებში “ენთებთან” თანამშრომლობის არაერთი სასიამოვნო გამოცდილება დაუგროვდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა “კვალიფიკას” ფინანსური საკითხებიც “ენთებისთვის” მიენდო.

“ენთების” გუნდი გვემსახურებოდა, როგორც საბუღალტრო აღრიცხვის, ასევე ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით. გვქონდა კონკრეტული პროექტი, სადაც უფრო ხშირი რეპორტინგი გვჭირდებოდა კონტრაქტორთან, “ენთები” კი ამ ნაწილში წარმატებით გვეხმარებოდნენ. ძალიან სკრუპულოზურად ხდება მათ მიერ მომსახურების გაწევა და აღარ მაქვს სანერვიულო იმაზე, რომ საბუღალტრო ნაწილი მოუგვარებელი იქნება. ძალიან მოგვწონს მათი მიდგომები, ახალგაზრდა გუნდი, რომელიც მარტივად გიწევს მომსახურებას და არ არსებობს არანაირი ბარიერი კომუნიკაციაში”, − აღნიშნავს გაბრიელ მელივა.

როგორია “ენთების” გუნდი?

დღეს “ენთებში” 80-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალია დასაქმებული, მათ შორის ბუღალტრები, რომელთაც სხვადასხვა ინდუსტრიისა და ბიზნესების საბუღალტრო მომსახურების გამოცდილება აქვთ; აგრეთვე, საგადასახადო ექსპერტები, ფინანსური მენეჯმენტისა და რეპორტინგის სპეციალისტები, რომლებსაც საგადასახადო დავებისა და ფინანსების მართვის 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ.

“ენთები” არის ერთმნიშვნელოვნად თანამედროვე კომპანია, აღრიცხვის უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო მეთოდოლოგიებით. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამედროვე, კვალიფიციური და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული თანამშრომლების მოძიებას და მათ მოტივაციაზე ზრუნვას. მოტივირებული და კვალიფიციური თანამშრომელი უზრუნველყოფს ჩვენი სერვისის სისწრაფეს, სიმარტივესა და მაღალ ხარისხს”, − აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი, ნიკა მჭედლიშვილი.

კომპანიაში, როგორც კლიენტების, ასევე თანამშრომლების კმაყოფილებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. ამისათვის, “თანამშრომელთა და მომხმარებელთა გამოცდილების დეპარტამენტი” ფუნქციონირებს. აღსანიშნია, რომ თანამშრომელთა გამოცდილების დეპარტამენტი HR-ისგან სტრუქტურულად ცალკე მდგარი ერთეულია, მისი პრიორიტეტი კი თანამშრომელთა პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფაა.

“ენთებთან” თანამშრომლობით, დასაქმებული არაერთი სახის სარგებელს იღებს, როგორებიცაა:

  • ხშირი გასვლითი ღონისძიებები და სხვადასხვა სახალისო აქტივობები განტვირთვისთვის;
  • პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო მიდგომებში მუდმივი პრაქტიკა;
  • მუდმივი შიდა და გარე ტრენინგები და გადამზადება;
  • გარე სასწავლო კურსების თანადაფინანსება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

განვითარების გზაზე “ენთებს” არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, თუმცა გუნდმა შეძლო, ეს დაბრკოლებები შესაძლებლობად ექცია. ბაზარზე არსებული ბევრი საბუღალტრო კომპანიისგან განსხვავებით, “ენთები” ქართული კომპანიაა და არა საერთაშორისო კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობა. ამიტომაც, მათ პირველი ნაბიჯების გადადგმისას კლიენტების ნდობის მოპოვებაზე ორმაგად მეტი შრომა დასჭირდათ, ვიდრე სხვა კომპანიებს.

თუმცა, ისეთმა უნიკალურმა სერვისებმა, როგორებიცაა ქართულ საგადასახადო კოდექსზე მორგებული აღრიცხვისა და კომუნიკაციის სისტემები, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა, ასევე, მომსახურების ხარისხისა და კლიენტის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისმა მექანიზმებმა, საბოლოოდ არაერთი კომპანია დაარწმუნა “ენთების” საიმედოობასა და მაღალი ხარისხის პროდუქტში.

“დღეს ენთები ემსახურება ყველაზე დიდი რაოდენობის კლიენტებს ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა საბუღალტრო კომპანიას შორის. ეს წარმატება ასევე განაპირობა იმან, რომ ჩვენი სფერო, მეტწილად ე.წ. WOM-ზე, ანუ ახლობლების რეკომენდაციებით მოსულ კლიენტებზეა დამოკიდებული.

“ენთების” კლიენტების მაღალი კმაყოფილების დონემ განაპირობა პოზიტიური რეკომენდაციების გავრცელება, რამაც საბოლოოდ კომპანია მნიშვნელოვან წარმატებამდე მიიყვანა”, − აღნიშნავს ნიკა წიკლაური.

დაარსების დღიდან “ენთებს” სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა განსაზღვრული:

  • ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საბუღალტრო შეცდომების ალბათობა და საგადასახადო რისკი;
  • ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა თანამშრომლებისთვის, სადაც მათ მოსვლა უხარიათ;
  • კლიენტების კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

როგორც ნიკა მჭედლიშვილი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, ამ მიზნების მისაღწევად ჯერ კიდევ 8 წლის წინ “ენთების” გუნდმა პრიორიტეტად სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბება დაისახა, ამიტომ მარკეტინგულ აქტივობებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. თუმცა, დღეს სამივე მიზანი მეტწილად მიღწეულია და კომპანიაც, მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლებისა და კლიენტების მოსაზიდად, აქტიურადაა ჩართული მარკეტინგულ აქტივობებში.

გარდა ამისა, 8-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, “ენთები” აქტიურად მუშაობს საერთაშორისო მასშტაბით გაფართოების საკითხზე. კომპანიას უკვე ჰყავს კლიენტები აშშ-სა და ინგლისში და სწორედ ამ მიმართულებით გეგმავენ მომავალში გაფართოებას. ასე რომ, ძალიან მალე, ქართული წამყვანი საბუღალტრო კომპანიისგან საინტერესო საერთაშორისო სიახლეებს უნდა ველოდოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *